კაია კალასი აცხადებს, რომ ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება
ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე ირანის საკითხი და ახლო აღმოსავლეთში სწრაფად განვითარებული მოვლენები უნდა განიხილონ.
„კონტაქტზე ვიყავი ჩვენს პარტნიორებთან სპარსეთის ყურის ქვეყნებში. ირანის რეჟიმის განურჩეველი თავდასხმები მეზობლების წინააღმდეგ რეგიონის უფრო ფართომასშტაბიან ომში ჩათრევის რისკს შეიცავს და ჩვენ ამას ვგმობთ. აუცილებელია, ომი უფრო არ გავრცელდეს. ირანის რეჟიმს არჩევანის გაკეთება მოუწევს“, – წერს კაია კალასი სოციალურ ქსელში.
I will convene an extraordinary Foreign Affairs Council via video link on Sunday to address Iran and the rapidly unfolding events across the Middle East.
I have been in contact with our partners in the Gulf countries. The Iranian regime’s indiscriminate attacks against its…
— Kaja Kallas (@kajakallas) February 28, 2026