კაია კალასი აცხადებს, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე თუ შეთანხმება შედგება, ევროკავშირის წევრებს შორის სანქციების მოხსნის საკითხის განხილვა შესაძლებელია, თუმცა ეს სწრაფად არ მოხდება
კაია კალასი აცხადებს, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე თუ შეთანხმება შედგება, ევროკავშირის წევრებს შორის სანქციების მოხსნის საკითხის განხილვა შესაძლებელია, თუმცა ეს სწრაფად არ მოხდება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირის ლიდერები ირანისთვის სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით სიფრთხილეს ინარჩუნებენ.

მისივე თქმით, თუ ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება შედგება, ევროკავშირის წევრებს შორის სანქციების მოხსნის საკითხის განხილვა შესაძლებელია, თუმცა ეს სწრაფად არ მოხდება.

„ჩვენ გვაქვს მკაფიო პირობები. ირანის მიმართ სხვადასხვა სანქცია გვაქვს. ვგულისხმობ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებულ სანქციებს. რა თქმა უნდა, თუ ბირთვულ შეთანხმებას მივაღწევთ, მაშინ, ვფიქრობ, წევრი სახელმწიფოები ამას განიხილავენ. ასევე, არსებობს სანქციები ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობა სინამდვილეში უფრო მძიმეა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ასე რომ, როგორც კი პირობები ამის საშუალებას მოგვცემს, რა თქმა უნდა, ჩვენც, წევრი სახელმწიფოები, განვიხილავთ მას“, – განაცხადა კალასმა.

ცნობისთვის,  ევროკავშირმა 2012 წელს ირანის ნავთობის ექსპორტზე ემბარგო დააწესა, ირანის ცენტრალური ბანკის აქტივები გაყინა და თეირანთან ძვირფასი ლითონებისა და ნავთობქიმიური ნაწარმის ვაჭრობა შეაჩერა. ევროკავშირმა ასევე სანქციები დაუწესა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ (IRGC).