კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ თითქმის 1 600 პირს სანქციები დაუწესა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ თითქმის 1 600 პირს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
კალასმა განაცხადა, რომ შავ სიაში შეყვანილი პირების ნახევარზე მეტი ბალისტიკური რაკეტების წარმოების ჯაჭვთან არის დაკავშირებული.
„ეს არის ჩვენი სასანქციო სიის ყველაზე მასშტაბური გაფართოება მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო. ჩვენ მნიშვნელოვნად ვართულებთ, ვანელებთ და ვაძვირებთ რუსეთისთვის იმ იარაღის წარმოებას, რომელსაც ის უკრაინელების მოსაკლავად იყენებს“, – დაწერა კაია კალასმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 12 ოქტომბერს ევროკავშირის საბჭო ასევე განიხილავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის რუსი დიპლომატების გადაადგილების შეზღუდვის შესაძლებლობას. შეზღუდვები, შესაძლოა, იმ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლის სრულ აკრძალვასაც მოიცავდეს, სადაც დიპლომატები აკრედიტებული არიან.
გარდა ამისა, ევროკავშირი ზაფხულიდან განიხილავს იმ პირებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვას, რომლებიც უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოდნენ.
ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში გათვალისწინებულია მექანიზმი, რომელიც რუსი სამხედროებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვას ითვალისწინებს, თუმცა თავად აკრძალვა ჯერ ძალაში არ შესულა.
EU Foreign Ministers just adopted nearly 1,600 new sanctions listings targeting Russia’s military-industrial complex.
This is the single largest expansion of our sanctions list since Russia started its war.
Europe is again showing a united front.
More than half are connected to the production chain for ballistic missiles.
We are making it significantly harder, slower and more expensive for Russia to produce the weapons it uses to kill Ukrainians.
— Kaja Kallas (@kajakallas) October 12, 2026