კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირმა კრემლთან მოლაპარაკებების დაწყებამდე უნდა განსაზღვროს ის დათმობები, რომელთა გაკეთებაც რუსეთისგან სურთ უკრაინაში ომის დასასრულებლად
კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირმა კრემლთან მოლაპარაკებების დაწყებამდე უნდა განსაზღვროს ის დათმობები, რომელთა გაკეთებაც რუსეთისგან სურთ უკრაინაში ომის დასასრულებლად

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ ბლოკმა კრემლთან მოლაპარაკებების დაწყებამდე უნდა განსაზღვროს ის დათმობები, რომელთა გაკეთებაც რუსეთისგან სურთ უკრაინაში ომის დასასრულებლად.

როგორც ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას კალასმა აღნიშნა, ის რიგ ვარიანტებს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანასთან განიხილავს, სადაც მოსკოვისთვის წაყენებული მოთხოვნები იქნება ჩამოყალიბებული.

„ისინი თუ მაქსიმალურ მოთხოვნებს წამოაყენებენ, ჩვენც მაქსიმალური მოთხოვნები უნდა წამოვაყენოთ. იმისთვის, რომ გვქონდეს მდგრადი მშვიდობა, ყველამ, ვინც მაგიდასთანაა, მათ შორის რუსებმაც და ამერიკელებმაც, უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ სჭირდებათ ევროპის თანხმობა“, – თქვა კალასმა.