კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტი ჯერ შეთანხმებული არ არის
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტი ჯერ შეთანხმებული არ არის.
კაია კალასს დაუსვეს კითხვა: „მოხვდება თუ არა საქართველოში მდებარე ყულევის პორტი სანქციების მე-20 პაკეტში და ნიშნავს ეს თუ არა, რომ საქართველო რუსეთს ეხმარება სანქციებისთვის გვერდის ავლაში?“
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა თქვა, რომ კონკრეტულ წინადადებებზე კომენტარს არ გააკეთებს.
„სანქციების მე-20 პაკეტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ბევრი წინადადება წარვადგინეთ და ასევე, მოველი, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე გვექნება დისკუსიები საზღვაო სერვისების აკრძალვასთან დაკავშირებით. ასე რომ, ვიდრე ყველაფერი არ არის შეთანხმებული, კონკრეტულ წინადადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ. არაფერია შეთანხმებული“, – განაცხადა კაია კალასმა.