კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირი შემოდგომისთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის წარდგენას გეგმავს, რომელიც შესაძლოა, ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდეს
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირი უახლოეს თვეებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის წარდგენას გეგმავს, რომელიც შესაძლოა, ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდეს.
კალასის თქმით, ევროპულმა სანქციებმა უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა რუსეთს. მისივე შეფასებით, რუსეთმა სანქციების შედეგად ტრილიონ ევროზე მეტი დაკარგა.
„შემოდგომისთვის ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სასანქციო ზომების პაკეტს წარვადგენ. მისი მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ მესამედით გაიზრდება სანქცირებული რუსი იურიდიული და ფიზიკური პირების საერთო რაოდენობა. ზეწოლა უნდა გაძლიერდეს იქამდე, ვიდრე მოსკოვი ომს არ შეწყვეტს“, – აღნიშნა კაია კალასმა.