კაია კალასი - 9 მაისის აღლუმში ან საზეიმო ღონისძიებაში ნებისმიერი სახის მონაწილეობა არ იქნება მსუბუქად აღქმული ევროპული მხარის მიერ
კაია კალასი - 9 მაისის აღლუმში ან საზეიმო ღონისძიებაში ნებისმიერი სახის მონაწილეობა არ იქნება მსუბუქად აღქმული ევროპული მხარის მიერ

9 მაისის აღლუმში ან საზეიმო ღონისძიებაში ნებისმიერი სახის მონაწილეობა არ იქნება მსუბუქად აღქმული ევროპული მხარის მიერ, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„განხილული იყო და მკაფიოდ ითქვა სხვადასხვა წევრი ქვეყნის მიერ, რომ მოსკოვში, 9 მაისის აღლუმში ან საზეიმო ღონისძიებაში ნებისმიერი სახის მონაწილეობა არ იქნება მიღებული მსუბუქად ევროპული მხარის მიერ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი აწარმოებს სრულმასშტაბურ ომს ევროპაში“, – განაცხადა კაია კალასმა.

ამასთან, კაია კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს არ სურს, რომელიმე კანდიდატმა ქვეყანამ მონაწილეობა მიიღოს 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ ღონისძიებაში.