კაი კაარელსონი - მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო სისტემაზე ჯერ დასკვნითი შედეგები არ არის, მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა მოთამაშე ერთი მაგიდის გარშემო ზის
კაი კაარელსონი - მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო სისტემაზე ჯერ დასკვნითი შედეგები არ არის, მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა მოთამაშე ერთი მაგიდის გარშემო ზის

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დასკვნითი შედეგები არ არის, მნიშვნელოვანია თავად ფაქტი, რომ სხვადასხვა მოთამაშე ერთი მაგიდის გარშემო ზის, – ამის შესახებ საქართველოში ესტონეთის ელჩმა, კაი კაარელსონმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგთან დაკავშირებით განაცხადა.

ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ.

„როგორც გარე დამკვირვებელი, ვიტყოდი – ფაქტი, რომ ეს დიალოგი მიმდინარეობს, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ის ერთ მაგიდასთან კრებს სხვადასხვა მხარეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დასკვნითი შედეგები არ არის, უკიდურესად მნიშვნელოვანია თავად ფაქტი, რომ სხვადასხვა მოთამაშე ერთი მაგიდის გარშემო ზის.

დებატები არის ერთმანეთის მოსმენის, კომპრომისის მიღწევის კულტურა. ეს არის ძალიან კარგი პროცესი და ვიმედოვნებ, რომ რამე შედეგი იქნება და ისინი შეთანხმებას მიაღწევენ“,- განაცხადა ელჩმა.