კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს ეძლევათ რეკომენდაცია, აამოქმედონ მხოლოდ ე.წ. გატანის სერვისები
კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს ეძლევათ რეკომენდაცია, აამოქმედონ მხოლოდ ე.წ. გატანის სერვისები

კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს რეკომენდაცია ეძლევათ, დროებით შეიზღუდოს მოქალაქეების უშუალო მომსახურება და აამოქმედონ მხოლოდ ე.წ. გატანის სერვისები.

ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ზომებს უკავშირდება.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე რამდენიმე ახალი გადაწყვეტილება მიიღეს.