კვების ობიექტებში რეგულაციები მსუბუქდება - გარე სივრცეში ერთ მაგიდასთან 12 მომხმარებლის დასხდომა ნებადართული გახდება
კვების ობიექტებში რეგულაციები მსუბუქდება - გარე სივრცეში ერთ მაგიდასთან 12 მომხმარებლის დასხდომა ნებადართული გახდება

მიმდინარე კვირიდან, კვების ობიექტებისთვის რეგულაციები შერბილდება. კერძოდ, ღია სივრცეებში ერთ მაგიდაზე 12 ადამიანის დასხდომა დასაშვები ხდება, აქამდე მოქმედი რეგულაციით ეს რაოდენობა ექვსით არის განსაზღვრული. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველ არხს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, ცვლილების მიზანია, მოხდეს კაფეებისა და რესტორნების ხელმძღვანელების წახალისება, რათა მომხმარებელს მომსახურება ღია სივრცეებში გაუწიონ, სადაც კორონავირუსის გავრცელების რისკები უფრო დაბალია, ვიდრე დახურულ დარბაზებში.

ფერაძის განცხადებით, ცვლილება უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება და ძალაში შევა.

დახურულ სივრცეებში კი, ექვსკაციანი შეზღუდვა ძალაში რჩება.

დატოვე კომენტარი