„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ 2019-20 წლების სეზონი კაელ კუზმას გარეშე დაიწყო.
24 წლის კალათბურთელი ამ დრომდე კოჭის ტრავმას მკურნალობდა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, კუზმა მოედანს მომდევნო მატჩში დაუბრუნდება.
შაბათს „ლეიკერსი“ სტუმრად „დალასს“ დაუპირისპირდება. ახალი სეზონის დაწყებიდან ლოსანჯელესურმა გუნდმა ჯერჯერობით სულ ოთხი შეხვედრა გამართა და აქედან სამი მოიგო.