ენტონი დევისი „ნიუ ორლეანთან“ კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს - ვარსკვლავი გუნდის შეცვლას ითხოვს 
ენტონი დევისი „ნიუ ორლეანთან“ კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს - ვარსკვლავი გუნდის შეცვლას ითხოვს 

„ნიუ ორლეანისა“ და მთლიანად NBA-ს ამომავალი ვარსკვლავი, ენტონი დევისი გუნდის შეცვლას ითხოვს. ამის შესახებ უკვე ოფიციალურად კალათბურთელის აგენტი იუწყება. „პელიკანსთან“ კონტრაქტი დევისს მიმდინარე წლის ზაფხულს ეწურება. თუმცა უკვე არაა გამორიცხული, რომ გაცვლა გაცილებით მალე, შესაძლოა სულაც უახლოეს დღეებში განხორციელდეს.

ენტონი დევისის სახელს „ლოს ანჯელეს ლეიკერს“ უკავშირებენ. როგორც ESPN- ის ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, ნიუ ორლეანური გუნდი დევისის სანაცვლოდ „ლეიკერსისგან“ ლონზო ბოლს, კაელ კუზმას, ივიცა ზუბაცს და NBA-ს დრაფტზე პირველი რაუნდის მოთამაშეს მოითხოვს.