კაელ კუზმა „პუმას“ სახე ხდება
კაელ კუზმა „პუმას“ სახე ხდება

ამერიკული მედია, კერძოდ კი „ათლეტიკის“ (The Athletic) ჟურნალისტი შემს ჩანარია იუწყება, რომ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ კალათბურთელი კაელ კუზმა პარტნიორობას კომპანია „პუმასთან“ იწყებს.

წყაროს ინფორმაციით, 24 წლის კალათბურთელმა ცნობილ ფირმასთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კომპანია ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მოთამაშეებთან აქტიურად თანამშრომლობს. „პუმას“ სახეები დემარკუს ქაზენსი, დეანდრე პეიტონი, მარვინ ბეგლი, მაიკლ პორტერი, ტერი როზიერი და არ ჯეი ბარეტი არიან.