კადიროვი ინგუშებს - სცადეთ და თუნდაც ერთი აქცია ჩემს ტერიტორიაზე ჩაატარეთ, ნახავთ, ცოცხლები თუ გახვალთ
კადიროვი ინგუშებს - სცადეთ და თუნდაც ერთი აქცია ჩემს ტერიტორიაზე ჩაატარეთ, ნახავთ, ცოცხლები თუ გახვალთ

ჩეჩნეთის პრეზიდენტი, რამზან კადიროვი ინგუშეთთან დადებული სასაზღვრო შეთანხმების მოწინააღმდეგეებს დაემუქრა. კადიროვის თქმით, სასაზღვრო შეთანხმება უკვე დამტკიცებულია, ინგუშეთში კი აქციებს მცირე ჯგუფი მართვას, რომლის წარმომადგენლები საკუთარ თავს ლიდერებს უწოდებენ.

„თუ თქვენ ნამდვილი მამაკაცები ხართ, თუ ერი ხართ, თუ ეს ტერიტორია თქვენია, ჩაატარეთ თუნდაც ერთი აქცია, ვნახავთ, როგორ გახვალთ ცოცხლები აქედან. მობრძანდით სტუმრად, ჩამოდით ტურისტებად, მიგიღებთ ახლობლურად, მაგრამ თუ ჩამოხვალთ და იტყვით, რომ ეს თქვენი ტერიტორიაა, ვფიცავ, თავის ფეხით ვერავინ გავა“ – თქვა ჩეჩნეთის პრეზიდენტმა.

დატოვე კომენტარი