საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთის ქალაქ ტეპლიცეში გამართულ ევროპის თასზე კადეტთა შორის ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ არჩილ მამულაშვილი (-90კგ) და გიორგი ტაბატაძე (+90კგ). ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ვახტანგ პავლიაშვილი (-73კგ) და ალექსანდრე ლოლაძე (-81კგ). ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გივი ხოსიტაშვილმა (-73კგ) და საბა ქარდავამ (+90კგ).
ჩეხეთში ევროპის თასზე 28 ქვეყნის 400-მდე ძიუდოისტმა იასპარეზა.