კადეტ მოფარიკავეთა მსოფლიოს თასზე, გიორგი მერკვილაძემ მეშვიდე ადგილი დაიკავა
რუმინეთის დედაქალაქში კადეტთა შორის ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში დაასრულა გამოსვლა და საბოლოოდ მეშვიდე ადგილზე გავიდა გიორგი მერკვილაძე. გიორგიმ მეოთხედფინალში ესპანელ პაბლო გონსალეს დიასთან 10-15 წააგო.
ხვალ ბუქარესტში გოგონათა შეჯიბრია, რომელშიც თამარ ჩარკვიანი მიიღებს მონაწილეობას. ჯგუფური ეტაპი საქართველოს დროით 12:00-დან დაიწყება.
რუმინეთში მიმდინარე შეჯიბრს, ქართველი მსაჯი ლაშა ლოლუა ემსახურება.
წყარო: საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური