კადეტ მოფარიკავეთა მსოფლიოს თასზე, გიორგი მერკვილაძემ მეშვიდე ადგილი დაიკავა

18:53, 02.02.2019

რუმინეთის დედაქალაქში კადეტთა შორის ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში დაასრულა გამოსვლა და საბოლოოდ მეშვიდე ადგილზე გავიდა გიორგი მერკვილაძე. გიორგიმ მეოთხედფინალში ესპანელ პაბლო გონსალეს დიასთან 10-15 წააგო.

ხვალ ბუქარესტში გოგონათა შეჯიბრია, რომელშიც თამარ ჩარკვიანი მიიღებს მონაწილეობას. ჯგუფური ეტაპი საქართველოს დროით 12:00-დან დაიწყება.

რუმინეთში მიმდინარე შეჯიბრს, ქართველი მსაჯი ლაშა ლოლუა ემსახურება.

წყარო: საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

მსგავსი