კაჭრეთში ღამის ჩოგბურთის ფესტივალი გაიმართა #1TVSPORT
კაჭრეთში ღამის ჩოგბურთის ფესტივალი გაიმართა #1TVSPORT

სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდისა და საჩოგბურთო კლუბის, „ეისის“ ორგანიზებით ღამის ჩოგბურთის ფესტივალი ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა 50-მდე მოყვარული ჩოგბურთელი, რომლებიც A და B კატეგორიაში მონაწილეობდნენ შერეულ წყვილთა თანრიგებში.

A კატეგორიაში ჩემპიონობა მოიპოვეს: მარიამ წივწივაძემ და ლუკა სახვაძემ.

B კატეგორიაში: ანა რამაზაშვილმა და ნიკოლოზ კვარაცხელიამ.

მოყვარული ჩოგბურთელებისთვის სხვადასხვა შეჯიბრებები მთელი წლის განმავლობაში ტარდება. 2025-ში ღამის ფესტივალი პირველი იყო.