კაჭრეთში ავარიისას მამაკაცი დაიღუპა
კაჭრეთში ავარიისას მამაკაცი დაიღუპა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთთან ოთხი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად, ერთი მგზავრი გარდაიცვალა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გურჯაანისა და საგარეჯოს საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

დატოვე კომენტარი