კაჭარავას საგოლე პასი ევროპალიგაზე -„ლეხმა“ „აპოლონი“ გამოაგდო (ვიდეო)

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიოკაციო ეტაპზე პოზნანისლეხი“ და ნიკა კაჭარავა კვიპროსს ესტუმრნენ და ლიმასოლის „აპოლონს“ შანსი არ დაუტოვეს.

შეხვედრა პოლონელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და „ლეხმა“ მეტოქეს ძალა პირველივე ტაიმში აჩვენა. პოზნანელებმა პირველი ნახევარი დანი რამირესის გოლით 1:0 მოიგეს, შესვენების შემდეგ კი მეტოქის კარი კიდევ ოთხჯერ აიღეს, საბოლოოდ, 5:0 მოიგეს და ევროპის ლიგის პლეი ოფში გავიდნენ.

ნიკა კაჭარავა პოლონეთის ვიცე-ჩემპიონის სათადარიგოებში იყო და მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა. მეხუთე გოლი სწორედ მისი მონაწილეობით გავიდა – საქართველოს ნაკრების თავადმსხმელმა 90+2-ე წუთზე, მშვენიერი გადაცემით (ქუსლით) პედრო ტიბა დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და „ლეხის“ პორტუგალიელმა ლეგიონერმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 5:0.