კაჭარავამ სადებიუტო მატჩი ჩაატარა - „ლეხმა“ ბოლო წუთზე მოიგო (ვიდეო)

პოზნანისლეხმა“, სადაც ნიკა კაჭარავა გადავიდა, სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა, და დაძაბულ ბრძოლაში 3 ქულა მხოლოდ ბოლო წუთზე მოიპოვა.

ეს იყო პოზნანური დერბი – „ლეხი“ თანაქალაქელ „ვარტას“ მასპინძლობდა. ნიკა კაჭარავა სათადარიგოებში იყო და მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა. გოლი ამის შემდეგ გავიდა – სტუმართა კარში დანიშნული პენალტი იაკუბ მოდერმა გამოიყენა და „ლეხმა“ 1:0 მოიგო.

პოზნანელები პოლონეთის ჩემპიონატში ჩატარებული 4 ტურის შემდეგ 5 ქულით მე-10 ადგილზე არიან. გუნდი შემდეგ შეხვედრას 23 სექტემბერს ჩაატარებს – „ლეხიევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსულ „აპოლონს“ ესტუმრება, რომელმაც პირველი ეტაპიდან „საბურთალო“ გამოაგდო.