კაჭარავამ პოლონეთში კიდევ გაიტანა
კაჭარავამ პოლონეთში კიდევ გაიტანა

ზედიზედ მესამე შეხვედრაა, ნიკა კაჭარავას პოლონეთის ჩემპიონატში გოლი გააქვს. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელმა ეს დღესაც მოახერხა.

პოლონური ექსტრაკლასას 23–ე ტურში, 24 წლის ქართველის გუნდი, კიელცესკორონა” სტუმრად “სანდეციას” შეხვდა და ქულა მოიპოვა – 3:3.

კაჭარავამ „კორონას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მე-40 წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ქართველმა თავდამსხმელმა კუთხურის გათამაშების შემდეგ სტუმრები დააწინაურა.

ეს კაჭარავას მიერ ექსტრაკლასაში გატანილი ზედიზედ მესამე გოლი გახლდათ: ნიკამ წინა ტურებში „პიასტას“ და „ნიეჩეცას“ კარებიც აიღო.

კორონამ“ 23 ტურის შემდეგ 35 ქულა დააგროვა, მე-5 ადგილზეა და ევროპის ლიგაზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებს – კაჭარავას გუნდი მეორეადგილოსან „იაგელონიას“ მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება. თუმცა, მე-9 ადგილზე მყოფ კრაკოვის „ვისლასაც“ მხოლოდ 3 ქულით უსწრებს. ასე რომ, კაჭარავას და მის გუნდს ევროპაზე სათამაშოდ მძიმე ბრძოლები ელით.