კაჭარავამ ბოლო წამზე გაიტანა - „ანორთოსისმა“ სასურველი ქულები მოიპოვა
ნიკა კაჭარავამ კვიპროსის ჩემპიონატში ბოლო წამზე გაიტანა და ფამაგუსტას „ანორთოსისს“ უმნიშნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
ბექა მიქელთაძის და ნიკა კაჭარავას გუნდი გასვლაზე „ერმისს“ შეხვდა. საფინალო სასტევენამდე ანგარიში 2:2 იყო, როდესაც ქართველმა გაიბრწყინა: საქართველოს ნაკრების თავდამხმელმა „ერმისის“ კარი 90+4 წუთზე აიღო და „ანორთოსისს“, რომელსაც ცხრა ქულა ჩამოაჭრეს, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
კაჭარავამ შეუცვლელად ითამაშა და მე-17 შეხვედრაში მეოთხე გოლი გაიტანა, ბექა მიქელთაძე კი ამჯერად სათადარიგოებშიც არ იყო. ფამაგუუსტელები 22 ტურის შემდეგ 34 ქულით მეხუთე ადგილზე არიან.