კაბო-ვერდეს კუნძულ ფოგოზე ავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის სკოლის მოსწავლეები არიან
კაბო-ვერდეს კუნძულ ფოგოზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სკოლის მოსწავლეები და მოზარდები.
მედიის ცნობით, შემთხვევა ღამით მოხდა, რა დროსაც ავტობუსი გზიდან გადავიდა და ხევში დაახლოებით, 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. დაიღუპა ავტობუსის მძღოლიც. რამდენიმე დაშავებული რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კაბო-ვერდეს განათლების წარმომადგენლების თქმით, ექსკურსია ადგილობრივი სასწავლო დაწესებულების მიერ არ იყო ორგანიზებული.