ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე გარემოვაჭრეები ტაძრის გახსნას ითხოვენ
ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე გარემოვაჭრეები ტაძრის გახსნას ითხოვენ

მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე გარემოვაჭრეები მონასტრის გახსნას ითხოვენ. მონასტერი მისი წინამძღვრის გადაწყვეტილებით, უკვე მეორე დღეა დაკეტილია. ისინი მონასტერთან არიან შეკრებილები და წინამძღვრის, მამა კონსტანტინეს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

როგორც გარემოვაჭრეები აცხადებენ, მათი მისამართით არსებული ბრალდება ქაოტურ გარევაჭრობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, რადგან ისინი წლებია მათთვის გამოყოფილ ადგილას ვაჭრობენ, ხელს არ უშლიან არც საავტომობილო მოძრაობას და არც აქ მოსულ ვიზიტორებს.

ადგილზე იმყოფება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგიტა კაპანაძე.

მისი თქმით, ტერიტორია ეკლესიას არ ეკუთვნის, თუმცა ცდილობს, ორივე მხარის მოთხოვნა გაითვალისწინოს.

მერის თქმით, აქვთ სპეციალურად დამზადებული სავაჭრო დახლები, რომლის დადგმის უფლებასაც ტაძრის წინამძღვარი არ აძლევს.

ადგილზე ჯერ არ გამოჩენილა მონასტრის წინამძღვარი. არსებული ინფორმაციით, მამა კონსტანტინე განცხადებას დღეს გააკეთებს.

მცხეთაში, ჯვრის მონასტერი მღვდელმსახურებმა გუშინ დაკეტეს.