ჯუზეპე კონტემ იტალიის ახალი მთავრობა ჩამოაყალიბა
ჯუზეპე კონტემ იტალიის ახალი მთავრობა ჩამოაყალიბა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ ქვეყნის ახალი მთავრობა ჩამოაყალიბა. იტალიის მთავრობის ხელმძღვანელი ქვეყნის პრეზიდენტს, სერჯო მატარელას შეხვდა, შემდეგ კი, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დაასახელა.

იტალიის მთავრობა „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ და „დემოკრატიული პარტიის“ წევრებით დაკომპლექტდა. ასევე მთავრობის შემადგენლობაში არიან უპარტიო მინისტრები და მემარცხენე პარტია „თავისუფლების და თანასწორების“ წარმომადგენლები.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერი ლუიჯი დი მაიო გახდა. იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, რომელსაც ადრე მატეო სალვინი იკავებდა, მილანის ყოფილმა პრეფექტმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლუჩანა ლამორდჟეზემ დაიკავა.

ამასთან, იტალიის ეკონომიკის მინისტრის სავარძელი „დემოკრატიული პარტიის“ წევრმა, ევროდეპუტატმა, რობერტო გუალტერიმ ჩაიბარა. როგორც მოსალოდნელი იყო, ალფონსი ბონაფედემ იუსტიციის მინისტრის პორტფელი შეინარჩუნა.

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობამ პარლამენტის ორივე პალატის ნდობა უნდა მოიპოვოს.