ჯუზეპე კონტე - გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად გერმანიის არჩევაზე ბერლინისა და პარიზის პოზიცია ღიმილს იწვევს
ჯუზეპე კონტე - გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად გერმანიის არჩევაზე ბერლინისა და პარიზის პოზიცია ღიმილს იწვევს

გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად გერმანიის არჩევაზე ბერლინისა და პარიზის პოზიცია ევროკავშირში ღიმილს იწვევს. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა გამოცემა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.

იტალიის მთავრობის ხელმძღვანელმა გერმანიასა და საფრანგეთს შორის დადებული აახენის ხელშეკრულების მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა. ჯუზეპე კონტეს თქმით, ცარიელი ევროპული რიტორიკა უკვე არასაკმარისია.

კონტეს განცხადებით, 1990-იანი წლებიდან, იტალია მხარს უჭერს იდეას, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ევროკავშირი გახდეს და არა რომელიმე მისი ერთი წევრი სახელმწიფო.

„გაეროს უშიშროების საბჭოს არქიტექტურა პასუხობს რეალობას, რომ ვეტოს უფლება მეორე მსოფლიოს ომში გამარჯვებულებს მიენიჭათ. მეორე მსოფლიო ომი გერმანიამ მოიგო თუ წააგო?“, – დასვა რიტორიკული შეკითხვა ჯუზეპე კონტემ.