„ჯუნიორ NBA-ის“ ლიგაზე 136 გუნდი ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT
„ჯუნიორ NBA-ის“ ლიგაზე 136 გუნდი ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA), საქართველოში ამერიკის საელჩოსა და კალთბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოში უკვე მეშვიდედ ტარდება „ჯუნიორ NBA-ის ლიგა“, რომელშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით, 2023 წლის სეზონში 136  გუნდი დარეგისტრირდა. შესაბამისად, ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მასშტაბური საკალათბურთო აქტივობა, რომელშიც 2000-მდე მოზარდი მონაწილეობს. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის,  სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

შეგახსენებთ, ჯუნიორ NBA-ის ჩატარების ფორმატს. ლიგის თითოეული გუნდი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თითო გუნდს წარმოადგენს. პროექტის ფორმატის გათვალისწინებით, სამივე ლიგაში მონაწილე გუნდები 6-6 დივიზიონში განაწილდენენ.

A ლიგის თამაშები, დივიზიონების მიხედვით, თბილისში, რუსთავში, გორში, თელავში, ქუთაისსა და  ბათუმში ჩატარდება, B და C ლიგის თამაშებს კი მთლიანად  დედაქალაქი უმასპინძლებს.

gbf.ge