ჯუმბერ ბაჩალიაშვილი - ჩემს შვილს რაღაც პრობლემა ჰქონდა, არ ამბობდა სახლში, შეიძლება, დავხმარებოდი
ჯუმბერ ბაჩალიაშვილი - ჩემს შვილს რაღაც პრობლემა ჰქონდა, არ ამბობდა სახლში, შეიძლება, დავხმარებოდი

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი თეთრიწყაროში თავისით არ მივიდოდა.

როგორც ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აღნიშნავს, თამარი ბოლო დღეებში უხასიათოდ იყო.

„არ იძახდა სახლში, იმის უბედურებაც ეგ იყო. შეიძლება, რაღაც დავხმარებოდი, შეიძლება, რაღაც პრობლემა ჰქონდა და ზუსტად მაგ საქმემ ჩაითრია. ჩანს, რომ ეს საეჭვო რაღაცები სამსახურიდან მოდის. წინა დღეებში ბავშვი უხასიათოდ იყო, აქ თავისით ბავშვი არ მოვიდოდა, გამორიცხულია“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. თამარ ბაჩალიაშვილი შაბათს, სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და უკან არ დაბრუნებულა.