ჯულიან ასანჟს, რომელიც ლონდონში ეკვადორის საელჩოში ცხოვრობს, ინტერნეტი გაუთიშეს
ჯულიან ასანჟს, რომელიც ლონდონში ეკვადორის საელჩოში ცხოვრობს, ინტერნეტი გაუთიშეს

WikiLeaks-ის დამფუძნებელ ჯულიან ასანჟს, რომელიც ლონდონში ეკვადორის საელჩოში ცხოვრობს, ინტერნეტი გაუთიშეს. ამის შესახებ ინფორმაცია ეკვადორის საკონსულოს Twitter-ის მეშვეობით გავრცელდა.

მათივე ცნობით, საელჩომ ასანჟს ინტერნეტი გაუთიშა, რადგან მან შეთანხმება დაარღვია. ეს კი მდგომარეობდა იმაში, რომ ასანჟს არ უნდა გაევრცელებინა ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც ეკვადორის სახელმწიფოს სხვა სახელმწიფოებთან პრობლემას შეუქმნიდა.

როგორც Twitter-ზე გავრცელებული განცხადებით ირკვევა, ეკვადორის საელჩოს გადაწყვეტილება ძალაში 27 მარტს შევიდა.

მსგავსი შემთხვევა 2016 წელსაც დაფიქსირდა. მაშინ ამ გადაწყვეტილების მიზეზი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მის მიერ გამოქვეყნებული სტატია გახდა.

2017 წლის მაისში შვეიცარიამ ასანჟის წინააღმდეგ გამოძიება შეწყვიტა, რის შემდეგაც მან ეკვადორის მოქალაქეობა მიიღო. ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში ასანჟი 2012 წლიდან ცხოვრობს.