ჯულიან ასანჟს აშშ-ის ხელისუფლებამ კიდევ 17 ეპიზოდში წაუყენა ბრალი
ჯულიან ასანჟს აშშ-ის ხელისუფლებამ კიდევ 17 ეპიზოდში წაუყენა ბრალი

„ვიკილიქსის“ დამფუძნებელ ჯულიან ასანჟს აშშ-ის ხელისუფლებამ ჯაშუშობის შესახებ კანონის დარღვევისთვის კიდევ 17 ეპიზოდში წაუყენა ბრალი.

კერძოდ, მას ბრალი ედება კომპიუტერში შეღწევის მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობაში.

აშშ-მა გაერთიანებულ სამეფოს ასანჟის დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნით გასული წლის დეკემბერში მიმართა. ამჟამად ჯულიან ასანჟს ლონდონში, 50-კვირიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული, გირაოს პირობების დარღვევისთვის.

მის წინააღმდეგ ასევე აღძრულია საქმე შვედეთში, სექსუალური ძალადობის ბრალდებით.