ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა, შესაძლოა, მომავალი წლის ზაფხულში „დორტმუნდი“ დატოვოს.
გამოცემა The Athletic-მა დაწერა, რომ 19 წლის ფეხბურთელის მიმართ დაინტერესებას ხუთი კლუბი გამოთქვამს – „ლივერპული“, „რეალი“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსი“.
ბელინგემის კონტრაქტი გერმანულ კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში. „დორტმუნდი“ აპირებს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს მას გაუმჯობესებული პირობებით.
მაგრამ თუ ბელინგემი მოისურვებს სხვა კლუბში გადასვლას, „დორტმუნდი“ დაახლოებით 150 მილიონ ევროს მოითხოვს, რითაც ჯუდი გახდება ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ინგლისელი ფეხბურთელი.
ამასობაში, ინტერნეტ-ტელევიზია El Chiringuito TV-ის ეთერში ჟურნალისტმა ხოსე ალვარეს გაიამ განაცხადა, რომ თავად ბელინგემს „რეალში“ გადასვლა სურს.
„ინგლისში წყარომ გამოაცხადა, რომ ბელინგემს სურს „რეალში“ თამაში, თუმცა „მანჩესტერ სიტიც“ სერიოზულად არის განწყობილი ფეხბურთელისთვის საბრძოლველად.
„სიტის“ ჰქონდა კონტაქტი მის ოჯახთან, მაგრამ კლუბს განუცხადეს, რომ ბელინგემს, თავდაპირველად, სურს მოისმინოს „რეალის“ წინადადება. თუ მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის, ის მომავალ სეზონში მადრიდში ითამაშებს“, – განაცხადა ჟურნალისტმა.
ჯუდ ბელინგემი „დორტმუნდში“ 2020 წელს გადავიდა „ბირმინგემიდან“. გერმანულმა კლუბმა მის სანაცვლოს 30 მილიონი ევრო გადაიხადა.