ჯუანშერ ბურჭულაძემ გერმანიის გრანტით შესყიდული აღჭურვილობა დაათვალიერა
ჯუანშერ ბურჭულაძემ გერმანიის გრანტით შესყიდული აღჭურვილობა დაათვალიერა

საქართველოს თავდაცვის ძალებმა გერმანიის ფედერაციული მთავრობის გრანტით ლოგისტიკური და საინჟინრო საშუალებები შეისყიდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, პიტერ ფიშერმა მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი გრანტით შეძენილი ახალი ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.

თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობა და გერმანულ მხარეს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში გაწეული პრაქტიკული და მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, გერმანიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ანდრეას ზებალდი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის, Enable and Enhance Initiative-ის ფარგლებში გერმანული მხარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლიდან უწევს ფინანსურ დახმარებას.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.