ჯუანშერ ბურჭულაძე - შეერთებულ შტატებთან ჩვენი თანამშრომლობა მართლაც სამაგალითოა
ჯუანშერ ბურჭულაძე - შეერთებულ შტატებთან ჩვენი თანამშრომლობა მართლაც სამაგალითოა

ის უპრეცედენტო თანამშრომლობა, რომელიც ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან გვაქვს, კიდევ უფრო გაძლიერდება და საფუძველი გახდება უფრო მეტი პრაქტიკული თანამშრომლობისა, – ასე შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა და ის პრაქტიკული თუ პოლიტიკური მხარდაჭერა გაიხსენა, რასაც აშშ უკანასკნელ წლებში საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში გამოხატავდა.

„მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ისტორიული თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გაზრდილი საგარეო სამხედრო დაფინანსებისთვის, ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

დატოვე კომენტარი