ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ როსარია პუგლისთან შეხვედრა გამართა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ როსარია პუგლისის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, იმედი გამოთქვა, რომ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისთან ინტენსიური თანამშრომლობა გაგრძელდება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობა, ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტით (SNGP Refresh) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებისა და ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველოს კონტრიბუციის საკითხები განიხილეს.

​მინისტრმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უწყებაში განხორციელებული რეფორმები, თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი, ნატოსთან თავსებადობის გაზრდის კუთხით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები და თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმები გააცნო.