ჯუანშერ ბურჭულაძე - ჯარის პოპულარიზაციისა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით თავდაცვის უწყება ახალგაზრდებთან აქტიურად მუშაობს
ჯუანშერ ბურჭულაძე - ჯარის პოპულარიზაციისა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით თავდაცვის უწყება ახალგაზრდებთან აქტიურად მუშაობს

საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჯარის პოპულარიზაციისა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყების ინიციატივით არაერთი პროექტი მიმდინარეობს, სადაც ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობენ.

„წელს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით დავიწყეთ პროექტი „ჯარის ბანაკი“, რომელიც დაახლოებით 800-მა სკოლის მოსწავლემ გაიარა. ძალიან მაღალი იყო დაინტერესება და მასში მონაწილეობის სურვილი. მომავალ წელს ამ პროექტს კიდევ უფრო გავაფართოვებთ“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ „ჩვენი ჯარის“ პროექტზეც ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც სამხედროები ყოველწლიურად სტუმრობენ ასობით სკოლას და მოსწავლეებს სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებს აცნობენ.

„დეკადების განმავლობაში ანალოგიური პროექტი არ არსებობდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ ჯარის პოპულარიზაციის კუთხით, მეორეს მხრივ პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.