ჯუანშერ ბურჭულაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩ მაჰმუდ ადიბს შეხვდა
ჯუანშერ ბურჭულაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩ მაჰმუდ ადიბს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, მაჰმუდ ადიბთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ბურჭულაძემ ირანელ დიპლომატს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. მხარეებმა, ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და სამომავლო გეგმები.

მაჰმუდ ადიბმა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის პოზიციაზე აქბარ ყასემი ალი-აბადი შეცვალა.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.