ჯუანშერ ბურჭულაძე - დარწმუნებული ვარ, ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა ქვეყნის გამთლიანებამდე მიგვიყვანს
ჯუანშერ ბურჭულაძე - დარწმუნებული ვარ, ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა ქვეყნის გამთლიანებამდე მიგვიყვანს

დარწმუნებული ვარ, ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა ქვეყნის გამთლიანებამდე მიგვიყვანს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც საოკუპაციო ხაზთან ხდება.

„ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც ხდება და რაც შეიძლება, მოხდეს ყოველდღიურად. ამის პარალელურად, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის გამთლიანებამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.