„ბოსტონმა“ და „პორტლენდმა“ მოილაპარაკეს გაცვლაზე მცველ ჯრიუ ჰოლიდეის მონაწილეობით, – იტყობინება ESPN-ის ინსაიდერი ედრიან ვოინაროვსკი.
მისი ინფორმაციით, „სელტიქსმა“ ჰოლიდეის სანაცვლოდ დათმო რობერტ უილიამსი, მალკოლმ ბროგდონი და 2024 და 2029 წლის დრაფტებზე პირველი რაუნდის პიკები.
შეგახსენებთ, რომ ჰოლიდეი ამ დღეებში შეუერთდა „პორტლენდს“ სამმხრივი გაცვლის შედეგად, რომლის შედეგადაც დემიან ლილარდი „მილუოკის“ კალათბურთელი გახდა.