სამმაგი გაცვლის შედეგად დემიან ლილარდი „მილუოკიში“ გადავიდა #1TVSPORT
სამმაგი გაცვლის შედეგად დემიან ლილარდი „მილუოკიში“ გადავიდა #1TVSPORT

„პორტლენდის“ ვარსკვლავური გამთამაშებელი დემიან ლილარდი „მილუოკიში“ გადავიდა გაცვლის შედეგად, რომელშიც „ფინიქსიც“ მონაწილეობდა.

სამმაგი გაცვლის დეტალები:

„მილუოკიმ“ მიიღო: დემიან ლილარდი;

„პორტლენდმა“ მიიღო: ჯრიუ ჰოლიდეი, დეანდრე ეიტონი, ტუმანი კამარა, 2029 წლის დრაფტში პირველ რაუნდში არჩევა;

„ფინიქსმა“ მიიღო: იუსუფ ნურკიჩი, ნასირ ლიტლი, კეონ ჯონსონი, გრეისონ ალენი;

შესაძლოა, უახლოეს ხანში „პორტლენდმა“ სხვა გუნდში გაცვალოს ჰოლიდეი. თავად მცველმა ადრე განაცხადა, რომ არ სურს „მილუოკის“ დატოვება.

შეგახსენებთ, რომ ლილარდზე პრეტენზიას აცხადებდნენ „მაიამი“ და „ტორონტო“, მაგრამ მათ ვერ შეძლეს „პორტლენდთან“ მოლაპარაკება.