ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საბჭოს რუსეთის აქტივებიდან შემოსავლის უკრაინის დახმარებისთვის გამოყენების შეთავაზება წარუდგინა

14:25, 20.03.2024

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საბჭოს რუსეთის აქტივებიდან შემოსავლის უკრაინის დახმარებისთვის გამოყენების შეთავაზება წარუდგინა. ამის შესახებ ბორელი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

ბორელი იმედოვნებს, რომ შესაბამის ინიციატივას საბჭო სწრაფად დაამტკიცებს.

„დღეს მე წარვუდგინე საბჭოს უმაღლესი წარმომადგენლის შეთავაზება, რუსული გაყინული აქტივებიდან შემოსავალი გამოყენებულ იქნას უკრაინის მხარდასაჭერად გამარჯვებისთვის ბრძოლაში. 90%-ის სახსრების გამოყოფა ევროპის მშვიდობის ფონდისა და 10%-ის ევროკავშირის ბიუჯეტის გავლით მოხდება. მოუთმენლად ველოდები საბჭოს მიერ მის სწრაფ დამტკიცებას. ეს იქნება ევროკავშირის ერთიანობის და უკრაინისა და მისი ხალხის მხარდაჭერის დემონსტრირება“, – წერს ბორელი.

დღეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ბრიუსელში უკრაინის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს შეხვდა, რომელიც ევროკავშირი-უკრაინის ასოცირების საბჭოს მე-9 სხდომაში მონაწილეობს.

 

მსგავსი