ჯოზეფ ბორელი - უკრაინის ომის შედეგები ძალიან სახიფათოა, არის შიმშილის უდიდესი რისკი, მხარს ვუჭერთ გაერო-ს ძალისხმევას, რომ მოხდეს უკრაინული ექსპორტის განბლოკვა
ჯოზეფ ბორელი - უკრაინის ომის შედეგები ძალიან სახიფათოა, არის შიმშილის უდიდესი რისკი, მხარს ვუჭერთ გაერო-ს ძალისხმევას, რომ მოხდეს უკრაინული ექსპორტის განბლოკვა

უკრაინის ომის შედეგები არის ძალიან სახიფათო არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, არის შიმშილის უდიდესი რისკი, განსაკუთრებით აფრიკაში, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.​

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ეს ომი იწვევს ფასების ზრდას, ასევე ენერგეტიკული რესურსების და საკვების სიმცირეს.

„მხარს ვუჭერთ გაერო-ს ძალისხმევას, რომ მოხდეს უკრაინული ექსპორტის განბლოკვა. მსურს, ხაზი გავუსვა, რომ ევროპული სანქციები ამ კრიზისს არ ქმნის. ჩვენი სანქციების სამიზნე არ არის საკვები და სასუქები. პრობლემა უკავშირდება რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ბლოკადას. მილიონობით ტონა ხორბალია ბლოკირებული. ეს ნამდვილი ომის დანაშაულია. არ წარმომიდგენია ეს დიდხანს გაგრძელდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება ის, რისთვისაც რუსეთმა პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა ბორელმა.

დატოვე კომენტარი