ჯოზეფ ბორელი - უკრაინის ომი ჩვენი ცნობიერებისთვის გამომაფხიზლებელი იყო, წლების განმავლობაში რუსეთზე ჩვენი ენერგოდამოკიდებულება იზრდებოდა, დამოკიდებულება იქცა იარაღად
ჯოზეფ ბორელი - უკრაინის ომი ჩვენი ცნობიერებისთვის გამომაფხიზლებელი იყო, წლების განმავლობაში რუსეთზე ჩვენი ენერგოდამოკიდებულება იზრდებოდა, დამოკიდებულება იქცა იარაღად

ვფიქრობ, უკრაინის ომი ჩვენი ცნობიერებისთვის ერთგვარი გამომაფხიზლებელი იყო. მაგალითად, ავიღოთ ენერგოდამოკიდებულების საკითხი. წლების განმავლობაში ჩვენი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება იზრდებოდა. ახლა ჩვენ სრულად გავაცნობიერეთ დამოკიდებულების იარაღად გადაქცევა, – ამის შესახებ მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, დამოკიდებულება იქცა იარაღად.

„ის არის იარაღი და მას იყენებენ იარაღად, ჩვენ ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ. ჩვენ არ ვართ სამხედრო კავშირი, არ ვართ სამხედრო ალიანსი, თუმცა ჩვენ გვინდა, რომ შევასრულოთ როლი, მეტად უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება გამოწვევებით სავსე, საშიშ მსოფლიოში. ჩვენ არ ვცხოვრობთ ისეთ მსოფლიოში, როგორიც გვსურს, რომ ის იყოს. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ მსოფლიოში, როგორიც არის და ეს მსოფლიო არის გამოწვევებით სავსე და საშიში. ჩვენი სამეზობლო ცეცხლის ალშია, ჩვენ გამოწვევების, საშიში სიტუაციების ალყაში ვართ და ჩვენ ამას უნდა გავუმკლავდეთ“, – განაცხადა ბორელმა.