ჯოზეფ ბორელი - რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი
ჯოზეფ ბორელი - რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადება საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდება.

„არც ეუთო-ს დამკვირვებლები, ძალიან შეზღუდული გარემო – ეს არის, დიპლომატიურად რისი თქმაც შემიძლია. უფრო მეტიც, ეს არჩევნები ეფუძნება რეპრესიებს, დაშინებას და ჩატარდა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც არღვევს უკრაინის სუვერენიტეტს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

რუსეთის ცესკო-ს მონაცემებით, ვლადიმერ პუტინმა ხმების 85.13 პროცენტი მიიღო. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ვლადისლავ დავანკოვმა ხმების 6,65 პროცენტი მიიღო, ნიკოლაი ხარიტონოვმა – 3.84 პროცენტი, ხოლო ლეონიდ სლუცკიმ – 2.83 პროცენტი.