ჯოზეფ ბორელი - რეგიონში ჩემმა ბოლო მოგზაურობამ გამიმყარა რწმენა, რომ ისრაელის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია არის პალესტინის სახელმწიფოს შექმნა
ჯოზეფ ბორელი - რეგიონში ჩემმა ბოლო მოგზაურობამ გამიმყარა რწმენა, რომ ისრაელის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია არის პალესტინის სახელმწიფოს შექმნა

რეგიონში ჩემმა ბოლო მოგზაურობამ გამიმყარა რწმენა, რომ ისრაელის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია არის პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის სტატიაში, რომელიც „ფაინენშალ თაიმსში“ გამოქვეყნდა.

ბორელის განცხადებით, თავიდან უნდა იქნას აცილებული პალესტინის ადმინისტრაციის დასუსტება.

„არ შეიძლება, ვაკუუმები შენარჩუნდეს ბუნებაში ან პოლიტიკაში. თუ არც „ჰამასი“ და არც ისრაელი არ მართავენ ღაზას და არც სამომავლოდ იქნება რომელიმეს მართვა, ძალაუფლების ვაკუუმი სწრაფად შეივსება უკონტროლო ძალებით, რომლებსაც შეუძლიათ, ღაზა გადააქციონ წარუმატებელ ტერიტორიად და დაიწყოს ძალადობის, ტერორიზმის კიდევ ერთი ციკლი. ჰობსის შემდეგ ვიცით, რომ საზოგადოება ლევიათანის, სახელმწიფოს გარეშე განწირულია ძალადობისა და ქაოსისთვის“, – წერს ჯოზეფ ბორელი.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აცხადებს, რომ ისრაელის უსაფრთხოება მოითხოვს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას ღაზასა და ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე, აღმოსავლეთ იერუსალიმის ჩათვლით.