ჯოზეფ ბორელი - პოლონეთმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ დაეშვა მის ტერიტორიაზე, ეს პოლონეთის პრეროგატივაა, რუსეთი ეუთო-ში ელჩით იქნება წარმოდგენილი
ჯოზეფ ბორელი - პოლონეთმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ დაეშვა მის ტერიტორიაზე, ეს პოლონეთის პრეროგატივაა, რუსეთი ეუთო-ში ელჩით იქნება წარმოდგენილი

პოლონეთმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ დაეშვა მის ტერიტორიაზე, ეს პოლონეთის პრეროგატივაა და რუსეთი ეუთო-ში ელჩით იქნება წარმოდგენილი, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ეუთო-ს მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

ბორელის თქმით, ეუთო-ს მინისტერიალი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რომელზეც წარმოდგენილი საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს უკრაინას.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა და კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ აქ წარმოდგენილი საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს უკრაინას, მოწადინებულია ევროპაში სტაბილურობისა და მშვიდობისთვის. ყველა მონაწილე ქვეყანა არის წარმოდგენილი, რუსეთიც კი. თავად წევრ სახელმწიფოზეა დამოკიდებული, მის ტერიტორიაზე შემოსასვლელად გასცემს ვიზებს თუ უარს იტყვის ამ ვიზების კონკრეტული პირებისთვის მიცემაზე. პოლონეთმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ დაეშვა თავის ტერიტორიაზე, ეს პოლონეთის პრეროგატივაა და რუსეთი ეუთო-ში ელჩით იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა ბორელმა.