ჯოზეფ ბორელი - პალესტინის სახელმწიფო ღაზაში, დასავლეთ ნაპირზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში არის საუკეთესო და ერთადერთი გრძელვადიანი გარანტია ისრაელის უსაფრთხოებისთვის
პალესტინის სახელმწიფო ღაზაში, დასავლეთ ნაპირზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში არის საუკეთესო და ერთადერთი გრძელვადიანი გარანტია ისრაელის უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ბორელის თქმით, ისრაელისთვის არ იქნება მშვიდობა და უსაფრთხოება პალესტინის სახელმწიფოს გარეშე.
„არა ღაზის ტერიტორიის დაშლას, არა ისრაელის მიერ ღაზის რეკოლონიზაციას. იმის ფიქრი, რომ შენს უსაფრთხოებას გაზრდი ტერიტორიის გაზრდით, ეს არის ილუზია, რომელიც ბოლო 50 წელმა დაამტკიცა“, – განაცხადა ბორელმა.