ჯოზეფ ბორელი ოდესაში ჩავიდა
ჯოზეფ ბორელი ოდესაში ჩავიდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ოდესაში ჩავიდა. როგორც ბორელი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, ის ოდესის გუბერნატორ ოლეგ კიპერს შეხვდა და იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც სამხრეთ რეგიონები რუსეთის აგრესიის გამო აწყდებიან.

„ოდესა ულამაზესი ისტორიული ქალაქია. ის თავისი ცოცხალი კულტურისა და სულისკვეთების გამო უნდა ექცეოდეს ახალ ამბებში. ამის ნაცვლად, ის აღინიშნება, როგორც პუტინის ომის ხშირი სამიზნე. ევროკავშირი მხარს უჭერს რუსეთის მიერ ბარბაროსული განადგურების შედეგად დაზარალებული ადგილების სტაბილიზაციას. ერთი წელი გავიდა რუსეთის მიერ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის უკანონო ანექსიიდან. უკრაინას აქვს სრული უფლება, დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან და დაიბრუნოს სრული კონტროლი მის ტერიტორიაზე“, – წერს ბორელი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ამასთან, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა დასძინა, რომ ევროკავშირი უკრაინის გვერდით იმდენ ხანს დგას, რამდენიც ქვეყანას სჭირდება.