ჯოზეფ ბორელი - მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ ვხვდებით ღრმა ეკონომიკურ კრიზისს, ფასების ზრდას, უნდა გავაერთიანოთ ძალები, რათა ავუხსნათ მსოფლიოს - ეს არის არა სანქციების, არამედ ომის გამო
ჯოზეფ ბორელი - მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ ვხვდებით ღრმა ეკონომიკურ კრიზისს, ფასების ზრდას, უნდა გავაერთიანოთ ძალები, რათა ავუხსნათ მსოფლიოს - ეს არის არა სანქციების, არამედ ომის გამო

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ ვხვდებით ღრმა ეკონომიკურ კრიზისს, ფასების ზრდას. უნდა გავაერთიანოთ ძალები, რათა ავუხსნათ მსოფლიოს – ეს არის არა სანქციების, არამედ ომის გამო, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირისა და კანადის მინისტრთა კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა.

„დიდი სიამოვნებაა დღევანდელი შეხვედრა კანადასთან. კანადა ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორია. ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც თითქმის ყველაფერს მოიცავს. კანადა გვიბიძგებს ბევრს, წინ წავწიოთ სანქციები და წარმოვადგინოთ ერთიანი ფრონტი რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ უკრაინაში. ჩვენ ასევე ძალიან ვღელავთ ამ ომის შედეგების გამო. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ ვხვდებით ღრმა ეკონომიკურ კრიზისს, ფასების ზრდას და ჩვენ უნდა გავაერთიანოთ საკუთარი ძალები, რათა ავუხსნათ მსოფლიოს – ეს არის არა სანქციების, არამედ ომის გამოა. რუსეთი ბლოკავს უკრაინული ხორბლის უკრაინიდან გასვლას და ბაზრებზე შესვლას. ჩვენ განვიხილავთ ამას და დარწმუნებული ვარ, გავაგრძელებთ ჩვენი ისედაც ძლიერი ერთიანობისა და ასოცირების ძალისხმევას“, – განაცხადა ბორელმა.