ჯოზეფ ბორელი - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ანტიდასავლური რიტორიკის, ინფორმაციის მანიპულირების წინააღმდეგ იბრძოლოს, გვინდა, ამ მიმართულებით კიდევ მეტი ნაბიჯი ვნახოთ
ჯოზეფ ბორელი - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ანტიდასავლური რიტორიკის, ინფორმაციის მანიპულირების წინააღმდეგ იბრძოლოს, გვინდა, ამ მიმართულებით კიდევ მეტი ნაბიჯი ვნახოთ

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ იბრძოლოს ანტიდასავლური რიტორიკის, ინფორმაციის მანიპულირების წინააღმდეგ. ჩვენ გვინდა, ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ მეტი ნაბიჯი ვნახოთ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება მან ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ჩვენი კავშირი არის საერთო ღირებულებებსა და პრინციპებზე დაფუძნებული კავშირი. ეს საძირკველი მეტად მიშვნელოვანი გახდა, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ და საშიშ გეოპოლიიტკურ გარემოში. ჩვენ მივესალმებით ევროკავშირში გაწერვიანებაზე თქვენს სტრატეგიულ არჩევანს. ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობოს ზრდას, მცირეს, თუმცა ზრდას. ჩვენ ველოდებით მომავალ წლებში ამ შესაბამისობის მნიშვნელოვან ზრდას. ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ ანტიდასავლური დეზინფორმაციისა და რიტორიკის გავრცელების გამო. მოგიწოდებთ, რომ გააორმაგოთ ძალისხმევა ინფორმაციული მანიპულაციის და უცხოური ჩარევის წინააღმდე საბრძოლველად. ჩვენ ამას უფრო მეტად ვიხილავთ ევროკავშირის მომავალ არჩევნებში და შესაძლოა, ასევე თქვენი არჩევნების დროსაც“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.